Previous Entry Share Next Entry
შეუძლებელია, ფოტოზე აღბეჭდილი ხუთეულიდან "საქმიან" გარემოში რომელიმეს შეხვდე, გულმა გაგიძლოს დ
georgemaladze
როგორც ჩანს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელწოდებისთვის სიტყვა "მდგრადი" ტყუილად არ მიუბამთ. ეკონომიკის რა მოგახსენოთ, აი, მდგრადობას კი უზრუნველყოფენ "მიშას ანგელოზები", თან მთელი საქართველოს მასშტაბით...

მიხეილ სააკაშვილს კარგი გემოვნება აქვს (საკადრო საკითხებს ვგულისხმობ და არა იმას, რაც თქვენ გგონიათ). შეუძლებელია, ფოტოზე აღბეჭდილი ხუთეულიდან "საქმიან" გარემოში რომელიმეს შეხვდე, გულმა გაგიძლოს და... მინისტრად არ დანიშნო.

ჩვენ არ ვიცით, იცნობს თუ არა მიშა ვერონიკასა და მისი დაიკოს, ნინას გარდა სხვა "ანგელოზებს". თუ იცნობს, დარწმუნებული იყავით, რომ სექტემბერში მთავრობაში მორიგი ცვლილება იქნება. მაგალითად, ვერონიკასა და ნინას შორის რომ დგას, ძალიან ჰგავს საქართველოს მომავალ თავდაცვის მინისტრს.

ვერონიკას საცეკვაოდ ნამდვილად აქვს საქმე. მოსახლეობა ეჭვობდა, იცოდა თუ არა ვერამ ქართულად კითხვა. მისი ბრიფინგებისას დავრწმუნდით, რომ შორიდან ტექსტს საკმაოდ კარგად კითხულობს. მათ შორის იმასაც:

"გამარჯობა, მე ვერა ქობალია ვარ". ახლა გავიგეთ, რომ ქობალიამ ცეკვაც იცის... საცეკვაოდ საქმე ვერას დას, ნინასაც აქვს. ბოლო მომენტში კი ჩაიშალა მისი დანიშვნა აჭარის ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელად, მაგრამ, მიშას საკადრო პოლიტიკის დინამიკის გათვალისწინებით, მსგავს "პროფესიონალებს" არ დაკარგავს ქართული მთავრობა. ვერონიკამ "მდგრადობის სამინისტროს" ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტზე კონკურსი გამოაცხადა. საინტერესოა, განაცხადში უნდა იყოს თუ არა მითითებული: "კარგად ვცეკვავ მაღალყელიანი ჩექმით"?

ყველაფრის სასაცილოდ აგდება, მართლაც, არ შეიძლება. მიხეილ სააკაშვილმა მინისტრ ვერა ქობალიას დაავალა, რომ ნებისმიერ ინვესტორს "თან გადაჰყვეს". ვთქვათ, ჩამოვიდა უცხოელი ინვესტორი, "ქობალია და კომპანია" რომ არ "გადაჰყვნენ", გაგვექცევა ბიზნესმენი და დავრჩებით ეკონომიკური განვითარების გარეშე.

დიდი მადლობა მიხეილ სააკაშვილს ბრძნული საკადრო გადაწყვეტილებისთვის. უკვე გასაგებია, ამდენ ხანს რატომ არ ეშველა ქართულ ეკონომიკას. ისე, წარმოიდგინეთ, კახა ბენდუქიძეს მსგავსი პოზები რომ დაეჭირა, პოტენციურ ინვესტორს მინიმუმ, ინსულტი დაარტყამდა... ზურაბ პოლოლიკაშვილისთვის კი, მაგიდაზე ცეკვა უკვე გვიანია...

და თუ... ერთ მშვენიერ დღეს მიშას დაუფრთხეს ანგელოზები და მას მემუარების წერისთვის დრო გამოუთავისუფლდა, შეუძლია დაწეროს: "გადამწყვეტი ბრძოლა-2 - ლოთი ქობალიადან ვერა ქობალიამდე".



?

Log in

No account? Create an account